ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხმების პარალელური დათვლა: “ქართული ოცნება”-48.2%-სა და 50.0%-ს შორის, ენმ-25.9%-სა და 27.7%-ს შორის

 

ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, რომელიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 48.2%-სა და 50.0%-ს შორის მერყეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ – 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ სრულად მიიღო ინფორმაცია PVT უბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. აქედან გამომდინარე, „სამართლიან არჩევნების“ მიხედვით გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი დაუზუსტებელია.

იტვირთბა....