ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, საარჩევნო ოლქებში შემდეგი მონაცემებია:
კრწანისის ნომერ მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, ”ქართული ოცნების” კანდიდატი ბექა ოდიშარია 44.62%-ით ლიდერობს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ კი ხმათა 33.5% მიიღო.
მესამე ადგილზე კი 6.01%-ით ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” მჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.
ამ დროისთვის კრწანისის ნომერ მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, 36 უბნიდან 4-ია დათვლილი. თუკი საბოლოო შედეგები ასეთივე დარჩება, აღნიშნულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება, რადგან ვერც ერთი კანდიდატი, მაჟორიტარულ არჩევნებზე დაწესებულ 50%-იან ბარიერს ვერ ლახავს.
ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, ”ქართული ოცნების” მაჟორირტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ ხმათა 57.97% მოაგროვა.
”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ირაკლი ჩოლოყაშვილს, ხმების 24.41% ერგო და ჩუღურეთში, 14-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ადგილს იკავებს.
თუკი ამ შემთხვევაში არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთივე იქნება, #14-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტურის საჭიროება აღარ იქნება, ვინაიდან გიორგი ვოლსკის მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესებული 50%-იან ბარიერი გადალახული ექნება.
სამგორში, 13-ესაარჩევნო ოლქში, ”ქართული ოცნების” კანდიდატმა შოთა ხაბარელმა ამომრჩეველთა ხმების 38.97%, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ 24,58%, ”შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა ჯუმბერ გოგრიჭიანმა კი 20.06% მიიღო.
სამგორის 12-ე საარჩევნო ოლქში, 34 უბნიდან დათვლილია 3 უბანი, რომლის პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, მარიამ ჯაში 34.22%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს კი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დათო ჟღენტი 27.8%-ით იკავებს, მესამე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვლი 15.82%-ით.
სამგორის 11-ე საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მოსიძე 48.59%-ით იმარჯვებს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ნადირაძე კი მეორე ადგილზეა ამომრჩევლის 25.91%-იანი მხარდაჭერით.
სამგორის რაიონში, ყველა ოლქში ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად მეორე ტურია მოსალოდნელი.
საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში, ”ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა მდინარაძე 51.54%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ჯარჯი დოლიძეა 20.94%-ით. თუკი არჩევნები აღნიშნულ ოლქში ამ შედეგით დასრულდება, ამ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური მე-4 ოლქში არ გაიმართება, ვინაიდან მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ არჩევნებზე დაწესებულ 50 %-იან ბარიერს ლახავს.
საბურთალოს მე-5 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო გოგუაძე 50.7%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი როინიშვილი იკავებს 20.83%-ით. მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილზეა ”ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი დავით ონოფრიშვილი 9.08%-ით. ამომრჩეველთა ხმების 5.68%-ის მოგროვება შეძლეს ასევე ”რესპუბლიკელმა” დავით ზურაბიშვილმა და ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა ზაზა მამალაძემ.
რაც შეეხება საბურთალოს მე-6 მაჟორიტარული ოლქის შედეგებს, 32 უბნიდან ცესკომ მხოლოდ 5 უბანი დათვალა და პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 45.89%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი სევდია უგრეხელიძე იკავებს 19.41%-ით, მესამე ადგილზეა ”რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვილი 8.7%-ით.
ვაკის მე-3 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ხუციშვილი 50,53%-ით ლიდერობს.
ამავე ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პეტრე ცისკარიშვილმა ხმების 19,3% დააგროვა.
გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა 49.74%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო რატიანმა 29.65% მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენი პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებს, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ ამომრჩეველთა ხმების 6.92%, „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა 6.37%, „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კაიშაურმა 4.65% მიიღეს.
გლდანის 22-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამ დროისთვის 36 უბნიდან დათვლილია 32 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ამომრჩეველთა ხმების 44.92%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ 25.65%, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კუკავამ 9.3 % მიიღო.
რაც შეეხება გლდანის მე-20 მაჟორიტარულ ოლქს, სადაც ამ დროისთვის 36 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა კობალაძემ 40.13%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ჩაფიჩაძემ 24.41%, „თოფაძე – მრეწეველების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯემალ გახოკიძემ 8.82% მიიღეს.
ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ლიდერობს. აღნიშნულ ოლქში სულ 49 უბანია, საიდანაც ამ დროისთვის 22 უბნის მონაცემებია დათვლილი. ამ მონაცემებით, არჩილ თალაკვაძე არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. მას 54,52 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატრი დავით მჟავანაძე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, მხარი 19, 48 %-მა დაუჭირა.
6,89 % აქვს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ თეიმურაზ სალუქვაძეს, 6,1 % – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს, ხოლო 6,09 % – „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატ ავთანდილ ჩხაიძეს.
გორის მაჟორიტარულ ოლქში 31,97%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს, მეორე ადგილს კი – 19,33%-ით „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ირაკლი ალასანია იკავებს.
ამ დროის მონაცემებით, ხმათა 18,1% მიიღო დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ხოლო 17,7% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ.
გორის მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნდიდან დათვლილია 11 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, გორში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
მარტვილი – აბაშის გაერთიანუბულ 62 მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია 54.84%-ით ლიდერობს.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ამ დროის მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ გოროზიამ ამომრჩეველთა ხმების 31,2%, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე გამსახურდიამ 5.04%, „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირინა თოფურიამ კი 3.11% მიიღო.
ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 2 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი.
ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 2 უბნის მონაცემები დათვლილი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 39.05%, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 28.6 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 22.97%, „უსუფაშვილი – რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 3,4% მიიღეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 345 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 63,4 %-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,92 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,7 % მიიღო.
ამ დროის მონაცემებით, 4,88 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,13 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,04 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,48 % კი „რესპუბლიკელებმა“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 49 უბნიდან 6 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს 50,21 %-ით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იკავებს.
მეორე ადგილზე – 42,67 % არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმების 3,52 % მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირაკლი ჩანგელიამ, 2,83 % კი – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა.
მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს 43.8%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 38.86% აქვს.
„პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე მორგოშიამ ამომრჩეველთა ხმების 7.96% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ბერიაშვილმა 4.37%, „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით მეზვრიშვილმა 2.12%, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდტმა გიორგი გუგავამ 2.06%, „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ ბედუკაძემ კი 0.2%.
აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 45 უბნიდან დათვლილია 10 უბნის მონაცემები.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 9:00 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 47.1%; „ნაციონალური მოძრაობა“ 28.8%, „პატრიოტთა ალიანსი“ 5.5%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5.7%.
დასათვლელია კიდევ 166 საარჩევნო უბნის მონაცემები.
უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 მანდატია.
ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა ხმათა 38,42% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიგი წერეთელმა – 37,8%.
აღნიშნულ ოლქში 43 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 9 უბნის შედეგები.
რაც შეეხება ქუთიასის 47-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდარი 41,81%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ კი ხმათა 31,84% დააგროვა. აღნიშნულ ოლქში მონაცემები დათვლილია 12 უბნიდან მიხედვით 44-დან.
ქუთაისის 48-ე მაჟორიტარულ ოლქში დათლილია 12 უბანი 41-დან. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ ხმათა 43,6% დააგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ – 28,59%.
ბათუმის სამივე ოლქში, როგორც პარლამენტის არჩევნებში, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
ბათუმის სამ ოლქში არსებული 119 უბნიდან, დამუშავებულია 42 უბნის მონაცემები და პროპორციული სისტემით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პარლამენტის არჩევნებისთვის: „ქართული ოცნება“ 41.95%; „ნაციონალური მოძრაობა“ 29.82%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 6.13%; „პატრიოტთა ალიანსი“ 6.10%.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის: „ქართული ოცნება“ 43.20%; „ნაციონალური მოძრაობა“ 27.66%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5.81%; „პატრიოტთა ალიანსი“ 6.23%.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის #79 ოლქის იურისტის სულიკო შვენთიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და არსებული მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, მეორე ტური ყველა ოლქში დაინიშნოს.
თელავში მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს.
27-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნებიდან ირაკლი სესიაშვილს – 41%, ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბოტკოველს კი – 36% აქვს.
გურჯაანი 51-ე უბნის მონაცემები დათვლილია:
ქართული ოცნებიდან დავით სონღულაშვილი 42.87%;
გიორგი ღვინიაშვილი 32.43%.
საგარეჯო – 50-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი:
ქართული ოცნებიდან თორნიკე ჩუნთიშვილი – 46.05%;
ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ ჭიაბერაშვილი – 25.8%;
პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი – 19.19%;
ახმეტა – 50 უბანია დათვლილი:
ქართული ოცნებიდან გელა სამხარაული – 46.98%;
ნაციონალური მოძრაობიდან შაქრო ტერტერაშვილი – 32.07%.
ლაგოდეხი – 37-ვე უბანია დათვლილი, აქაც მეორე ტურია მოსალოდნელი.
სიღნაღი-დედოფლისწყაროში მეორე ტური აღარ უნდა გაიმართოს, რადგან ამ დორისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი ლიდერობს.