ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიორგი ტუღუში მარნეულის ინციდენტზე: „ნაცინალური მოძრაობის“ წევრები არ ჩარეულან

“ნაციონალურ მოძრაობაში” მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე დამატებითი ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, დილიდან უბანზე შეინიშნებოდა დაძაბულობა, იყო გაყალბების მცდელობები, ასევე, ზოგადად კენჭისყრის ჩაშლის მცდელობები.

 

ტუღუში ასევე აცხადებს, რომ დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებს შორის. მისი განმარტებით, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წარმომადგენლები ცდილობდნენ, არ მომხდარიყო არჩევნების გაყალბება.

 

„ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერები და კანდიდატები ამ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ. ტუღუში აღნიშნავს, რომ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ადგილზე მათი კანდიდატი რამდენიმე წუის წინ მივიდა.

 

“მცდელობები, რომ ჩაიშალოს კენჭისყრა, ასევე გაქრეს საარჩევნო ყუთი, არაფერს მოუტანს, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ეს ვერანაირად ვერ მიეხმარება მათ, ვერც არჩევნების მოგებაში, ვერ იქონიებს მათთვის ვერანაირ პოზიტიურ შედეგს,“ – აცხადებს ტუღუში.

შეგახსენებთ, მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს და გაიტაცეს საარჩევნო ყუთი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო ყუთში მოთავსებული ხმები ანულირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია.

იტვირთბა....