ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბურჭულაძე საარჩევნო უბანზე თავდასხმაზე: „როცა ხელისუფლებას უჭირს, ასეთ ხერხებს მიმართავს“

„მიმდინარეობს ტოტალური გაყალბება არჩევნებისა. მე მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისაკენ. სპეცრაზმს მოვუწოდებ ხელი არ ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთაც უნდათ სამართალის აღდგენა“- ამის შესახებ განაცხადა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გაერთიანების ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ. ის ამ განცხადებით მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან შექმნილ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ბურჭულაძემ დაპირისპირებაში ბრალი დასდო „ქართულ ოცნებას“ და განაცხადა, რომ როცა ხელისუფლებას უჭირს, ასეთ ხერხებს მიმართავს.

„დღეს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და როცა უჭირს ხელისუფლებას მიმართავს ასეთ ხერხებს. მივმართავთ გიორგი კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება, ამასაც ვაჟკაცობა უნდა და მოიქცეს ვაჟკაცურად. კიდევ ერთი საათი დარჩა, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, ყველანი არჩევნებზე, დღეს წყდება საქართველოს ბედი“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ მარნეულში გაყალბებული საარჩევნო ბიულეტენები ანულირებულია.

შეგახსენებთ, ხმაური იყო მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც გაიტაცეს საარჩევნო ყუთი და ქვები დაუშინეს საარჩევნო უბანს.

იტვირთბა....