ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

თავდასხმა საარჩევნო უბანზე: „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს

„ჩვენ მოვოწუდეთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციებს. არ აყოლოდნენ ძალადობრივ მოქმედებებში „ნაცმნოძრაობის“ წამრომადგენლებს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენაციაზე განაცხადა, რომელიც მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შექმნილ დაპირისპირებას ეხებოდა.

„ჩვენ მოვუწოდეთ ღია ეთერითაც სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ მათ დაპირისპირებაში, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ქვებსაც ისროდნენ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ტრადიციული მეთოდი, გახსოვთ ალბათ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის პოლიციის უფროსი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან სიცრუის გავრცელებაში ბრალი დასდო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ და განაცხადა, რომ სიყალბეა, როცა მისი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს არ იცოდნენ, რომელი პარტიის მხარდამჭერები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს.

„აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავრცელდა მორიგი სიყალბე, კერძოდ, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა თქვა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ რომელი პარტიის მხარდამჭერები დაესხნენ საარჩევნო უბანს თავს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ესენი იყვნენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები. სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა „იმედის“ ჟურნალისტებს კამერა გაუტეხეს.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუდსმენი და მისი ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი. თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხსნენ თავს საარცევნო უბანს“-.განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. უბანს ქვები დაუშინეს. ამ წუთებში მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული.

იტვირთბა....