„ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, მშვიდობიანად ჩაეტარებინა არჩენები,“ – ასე შეაფასა მარნეულში მიმდინარე პროცესები „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა.
როგორც ჯანდიერი ამბობს თუ ხელისუფლებას არ ჰქონდა სურვილი, გაეყალბებინა არჩევნები, მაშინ მსგავს პროვოკაციებს ვერავინ გაბედავდა.
„ხელისუფლება ასეთ პროვოკაციებს იწყებს მაშინ, როცა აგებს არჩევნებს,“ – განაცხადა ჯანდიერმა .
შეგახსენებთ, მარნეულის 48-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.