ლაგოდეხის სოფელ მაწიმიაში ბიულეტენების ნაწილზე “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის გურამ კაკალაშვილის სახელი, გვარი და პარტიული ნომერი არ წერია.
ფაქტზე განმარტება გააკეთეს ცესკოშიც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს ტექნიკური ხარვეზია.
“სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები, ასეთი სულ 2 ბლოკნოტია. ეს ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა, ის ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს საკითხზე და კანონის თანახმად გაბათილდება”, – თქვა მიქელაძემ.