https://www.youtube.com/watch?v=c4nWLirT-gI
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ამომრჩეველი საარჩევნო კაბინის ნაცვლად, სარეგისტრაციო მაგიდაზე ხაზავს მმართველი გუნდის საარჩევნო ნომერს.
“ნინოწმინდის მე-14 უბანი. ღიად მიმდინარეობს პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე ხმის მიცემა! გამოიცანით ვის სასარგებლოდ!” – წერს ჯანდიერი.