ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საშინელი შემთხვევა გლდანში: დედა მე-9 სართულიდან მცირეწლოვანი შვილის გადმოვარდნის შემდეგ გადახტა

 

გლდანის მეორე მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა.

ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრული პოლიციაა მობილიზებული.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....