სამხრეთ აფრიკაში საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ. ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა.
“2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში,გაიხსნა საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ ნახევარსფეროში – სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.