ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიფულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: 06-ის მარკის ავტომობილი გადაბრუნდა. მანქანაში მყოფი ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილის მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნებათ.
ოთხივე დაშავებული ხობის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში აცნობეს, რომ საქმეზე გამოძიება 276- მუხლით მიმდინარეობს.