ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ან დილეტანტი, ან პროფესიონალი: იყო თუ არა დაგეგმილი თარგამაძის ლიკვიდაცია

სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის ლიკვიდაცია დაგეგმილი არ ყოფილა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ასაფეთქებელი მისი სავარძლის ქვეშ განთავსდებოდა.

“ეს იყო დაახლოებით 100 გრამი ტროტილი, ან სხვა ნივთიერება, რასაც გამოძიება დაადგენს, თუმცა 100 გრამი ტროტილიან სხვა ნივთიერება გარსის გარეშე, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევდა მსხვერპლს, მით უმეტეს, თუ აფეთქება დაგეგმილი იყო ღია სივრცეში. დამგეგმავი, ლიკვიდაციის სურვილის შემთხვევაში, სადაც მან 100 გრამის შოვნა მოახერხა, 400-საც იშოვიდა და მისთვის სასურველ შედეგს მიიღებდა. ის ან დილეტანტი იყო, ან პროფესიონალი და კარგად გათვალა, რა შედეგის დადგომა უნდოდა. საქართველო ბოლო 25 წლის მანძილზე საომარ მდგომარეობაშია, ამიტომ მოსახლეობაში არის ჯერ კიდევ საბრძოლო მასალა და ასაფეთქებლები შემორჩენილი, ამიტომ მისი შოვნა პრობლემა არავისთვის არ იქნებოდა”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა .

იტვირთბა....