„ძალიან კარგი განწყობა მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ ყველა ერთად, უარს ვეტყვით უნიათობას; უარს ვეტყვით ტყუილს და დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დღეს არაფერი ცუდი არ მოხდება.
„მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, მობრძანდეს და მშვიდ, წყნარ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე ხელისფულება ყველაფერს აკეთებდა არეულობის, შიშის განცდის დასამკვიდრებლად. მის დასამკვიდრებლად, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს არჩევნების დღეს. მე ყველას ვეუბნები, არაფერი ცუდი არ მოხდება, ყველა ერთად მობრძანდით, ხმა მიეცით თქვენს მომავალს, თქვენი ოჯახის, თქვენი ქვეყნის მომავალს და ყველამ ერთად ავირჩიოთ უკეთესი საქართველო. საქართველო, რომელიც მიდის წინ, საქართველო რომელიც ვითარდება”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.