ახალი ამბები მთავარი სამართალი

ველისციხეში 6 წლის ბავშვი თოკით დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში უბედური შემთხვევა მოხდა. 6 წლის გოგონა, რომელიც თოკის წნულებით თამაშობდა, თოკით ხეზე ჩამოეკიდა და დაიხრჩო.
ველისციხელებმა მომხდარი ფაქტის შესახებ ბავშვების ყვირილის შემდეგ შეიტყვეს. ხიდან ჩამოხსნილი მცირეწლოვანი უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....