ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით სულ 3 ათას 634 საარჩევნო უბანია

 

საარჩევნო უბნები არჩევნების ჩასატარებლად  მზადაა. საქართველოს მასშტაბით სულ 3 ათას 634 საარჩევნო უბანია, 10 გამონაკლის შემთხვევაში და 55 საზღვარგარეთ შექმნილი.

8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 მილიონ 513 ათას 884 ამომრჩეველი.

გამარჯვებისთვის იბრძვის 25 საარჩევნო სუბიექტი. 73-ვე საარჩევნო ოლქში 816 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული.

დღეს 20 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს გადასცემს.

საკუთარი არჩევანის გაკეთება ამომრჩევლებს ხვალ დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ. უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება. არჩევნებს 73 მედიაორგანიზაცია გააშუქებს.

 

იტვირთბა....