ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ქუთაისის ინციდენტზე: პირველადი ინფორმაციით, ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა

წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში ქალი დანით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს დაზიანება პოლიციელმა ქმარმა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს რომ პირველადი ინფორმაციით, მან თვითდაზიანებები მიიყენა, საქმეს კი პროკურატურა იძიებს. როგორც წესი, პროკურატურა იმ შემთხვევაში ერთვება გამოძიებაში, თუ დანაშაულში სავარაუდო მონაწილე პოლიციელია.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

იტვირთბა....