ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მონიტორინგის შედეგები: მთავრობას ყველაზე დადებითად “მაესტრო” და “ობიექტივი” აშუქებდა

 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მის მიერ ჩატარებულ თითქმის ერთთვიან მონიტორინგში 11 ტელევიზიის მიერ მთავრობისა და სხვა პოლიტიკური პარტიების ტენდენციები გამოიკვეთა.

მონაცემების მიხედვით, მთავრობა ყველაზე დადებითად “მაესტრო” და “ობიექტივი” აშუქებდა 8-8%-თ.

ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას “რუსთავი 2”-ზე აქვს და მას დროის 44%-ს უთმობს.

მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი”, “რუსთავი 2, იმედი, “მაესტრო, GDS, “ტაბულა, კავკასია, “ტვ პირველი”, “ობიექტივი”, “აჭარის ტელევიზია”, “ტელეარხი 25”. მონიტორინგში მოცემულია 30 აგვისტო-25 სექტემბერი პერიოდი.

იტვირთბა....