ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

 

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა. გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაიჭრა ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.

იტვირთბა....