https://youtu.be/6ksHddluRV4
დაპირისპირება მოხდა გუშინ გადაცემა “არჩევანში” “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესა და “რუსთავი2”-ის ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძეს შორის. კამათი მათ შორის პოლიტიკური დევნის ნიშნებთან დაკავშირებით თემის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.
ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ აღიარებს ხელისუფლება, რომ ჰყავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები, რომელთა შორის იგულისხმება ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა.
აღნიშნულ კითხვას ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ “რუსთავი2” არის დანაშაულებრივი პარტიის ტელევიზია.