5 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია გაიმართა. აქციაზე მხარდამჭერები თითქმის ყველა რეგიონიდან იყვნენ ჩამოსული.
ვარდების მოედანზე შეკრებილებს ოდესიდან სიტყვით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.
აქციის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ხახმლრავლობის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და გული წაუვიდა, რომლებსაც ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება გაუწია.
აქციის დროს ვარდების რევოლუციის მოედანზ ცოცხმობმული დრონიც გამოჩნდა, რომელიც ზევიდან დაჰყვებოდა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყეს.
აქციაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ადგილზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ასობით ათასი კი მათ ტელევიზიის საშუალებით ადევნებდა თვალს.
როგორც „მეტრონომთან“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ის აქციის კმაყოფილი დარჩა და ამ შედეგით უკვე დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი რეალურად გაიმარჯვებენ.
იხილეთ „მეტრონომის“ ფოტორეპორტაჟი 5 ოქტომბრის „ნაციონალური მოძრაობის“ აქციიდან:
ნინი ცხადაია