ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

“მაგთი” კიდევ ერთ ინტერნეტ-პროვაიდერს ყიდულობს

მას შემდეგ, რაც მობილურმა ოპერატორმა “მაგთიმ” ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერის, “კავკასუს ონლაინის” საცალო მომსახურების სერვისი შეიძინა, ახლა ის სხვა ინტერნეტ-პროვაიდერის შეძენას გეგმავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, შპს მაგთიკომის მიერ შპს დელტაკომის 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გაიმართება.

იტვირთბა....