ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აპატურაი გივი თარგამაძის ინციდენტს გამოეხმაურა

 

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” თავის გვერდზე წერს, რომ ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი:

”ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ახლო წარსულში კი ეს იყო კანდიდატის ავტომობილის აფეთქება. საარჩევნო კამპანიის ჩატარება უნდა ხდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც გაჯერებულია მაღალი დემოკრატიული პრინციპებით”, – წერს აპატურაი.

4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....