ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქციაზე ჩიორა თაქთაქიშვილის დედას გული წაუვიდა (ფოტოები)

ვარდების მოედანზე გამართულ ენმ-ის მხარდაჭერთა აქციაზე პარტიის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის დედას გული წაუვიდა.

როგორც თვითმხილველთა ნაწილმა განაცხადა, მას წნევა დაუვარდა. თაქთაქიშვილის დედის დასახმარებლად სცენიდან გიგა ბოკერიაც ჩავიდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა.

ვარდების მოადანზე ენმ-ის მხარდაჭერთა აქცია მიმდინარეობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, გუშინ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების გამო აქციაზე დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება გადადეს.

chiora

იტვირთბა....