ქედაში, ჭალახმელის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, მახუნცეთში, მდინარე აჭარისწყალში ჩავარდნილი ჰოლანდიელი ტურისტია.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, უბედური შემთხვევა მახუნცეთში 30 სექტემბერს მოხდა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.