ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

 

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანიდან ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აქვს მიყენებული. მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა  ინგოროყვას კლინიკაში. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც მკურნალი ექიმი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისას უკიდურესად მძიმე იყო. მას  სხეულის მრავლობითი ნაფლეთოვანი დაზიანება და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელმაც ღვიძლის ნაწილი დააზიანა.

იტვირთბა....