ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ჩემი მეუღლის ნომერზე, რამდენიმე დღის წინ ჩინური ნომრიდან ჩანაწერები მივიდა”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი  გივი თარგამაძე ავტომობილის აფეთქების შემდეგ იხსენებს, რომ მისი მეუღლის ნომერზე, რამდენიმე დღის წინ ჩინური ნომრიდან აუდიოჩანაწერები გაიგზავნა. ამის შესახებ თარგამაძემ  „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:

„უბრალო, ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდნენ საკმაოდ მძიმედ. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ჩემი მეუღლის ტელეფონზე ჩინური ნომრიდან ჩანაწერები მივიდა. მე და ჩემ მეუღლეს პირადი ცხოვრება გვაქვს და ამაში არავის დაშვებას არ ვაპირებთ. ამიტომ, დავაიგნორეთ ეს ყველაფერი. მთელი ეს პერიოდი შორიდან შეთვლა-შემოთვლის ამბავია. ვიცით, ვინც იგონებს. ეს არის ივანიშვილი და ამას “ანტრიკოტა” აკეთებს. ეს პირი ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც ეს სახელი შეარქვეს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისი თქმით, საუბარია გოგაშვილზე, რომელიც ფორმალურად, სუს-ს მართავს.

იტვირთბა....