ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის პირველმა მოადგილე ბესო ამირანაშვილმა განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე ცოტა ხნის წინ აფეთქდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც თავად თარგამაძე აცხადებს, მანქანის უკანა ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

იტვირთბა....