ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში ძირითადად ორი უბანი ლიდერობს – ცენტრალური უბნებიდან საბურთალო, გარეუბნებში კი ვარკეთილი. ინფორმაციას ამის შესახებ bpn-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გარეუბნებში კვ.მეტრი შავი კარკასი 400 დოლარი ღირს, თეთრი კარკასი კი 500-570 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო თუ ბინა გარემონტებულია კვ.მეტრის ფასი 600 დოლარიდან იწყება.
საბურთალოზე კარკასების ფასი 750 – 800 დოლარიდან იწყება. არის ბინები, სადაც კვადრატული 1000 დოლარიც ღირს.
შესაბამისად, ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში რამდენიმე “ლიდერი” უბანი გამოიკვეთა. ესენია:
- საბურთალო
- ვარკეთილი
- დიდი დიღომი
- გლდანი
- ვაზისუბანი