შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები სასწავლებლის რექტორის გოგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, გოგი მარგველაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის დახმარებით აყალბებს უნივერსიტეტის დიპლომებს, ასევე ხდება თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.
„მიხეილ გიორგაძემ სასწრაფოდ მოგვაშოროს და გაათავისუფლოს კრიმინალი რექტორი გოგი მარგველაშვილი, ბოლო წერილის საფუძველზე,“ – განაცხადა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა მარინა მიქაუტაძემ.