ადვოკატი ინგა არახამია, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის თავად შეესწრო არასრულწლოვანის წამებას პოლიციის მხრიდან, ხოლო გალდავამ კი მას ადვოკატის საქმიანობაში ხელი შეუშალა.
„როდესაც მე მოვითხოვე დაეტოვებინათ ოთახი და დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ სპეციალიზაციის მქონე გამომძიებელი, ვინც ჩაატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს მშვიდ გარემოში, ამაზე მე ბატონმა ავთანდილ გალდავამ განმიცხადა, რომ ის არის ამ შენობის მეპატრონე. იმ შენობიდანვე დავუკავშირდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და შევატყობინე აღნიშნულის შესახებ, თუმცა, დღემდე არავინ არ დამკავშირებია,“ – განაცხადა ინგა ხოშტარიამ.
განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემაც გააკეთა.
„ადვოკატზე ხდება ზეწოლა და კლიენტს რა მოუვა? ქალბატონი ინგა შეესწრო ამ არასრულწლოვნის ცემას. ინგა არახამიამ რომ ჩართო და იწერდა დაკავებას და წამებას, მხოლოდ ამით გადარჩა,“ – აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.