ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეთათვის: რეგისტრაციის ვადები უკვე ცნობილია

 

საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს თავის ფეისბუკზე მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და სარეგისტრაციო თარიღები დაასახელა.

Green Card-ის გათამაშებაში მონაწილეებისთვის რეგისტრაცია 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.

რეგისტრაცია მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა შესაძლებელი.

რეგისტრაციის დასრულებისას მნიშვნელოვანია აპლიკანტმა შეინახოს დასტურის ნომერი, რომელიც გამოჩნდება აპლიკაციის ვებ-გვერდზე. აღნიშნული ნომრის გამოყენებით მონაწილე მომავალში სტატუსს გადაამოწმებს.

იტვირთბა....