ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

20-მდე ჭრილობა სხეულზე: დაპირისპირება წალკის რაიონში მკვლელობით დასრულდა.

შუაღამისას სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი დანით საკუთარ სახლში მოკლეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მალხაზ პაქსაძის მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ამ დროს სახლში იმყოფებოდა მოკლულის მეუღლე, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა ექიმების თქმით, პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნება.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლს ბენზინი გადაასხა და გადაწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი. მათ წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული, ერთ-ერთი მათგანი განზრახ მკვლელობაა.

დანაშაულის მოტივად ყოფითი პრობლემები სახელდება. მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

იტვირთბა....