ქართულ ბაზარზე პირველი ქართული ვიკსი JIMSHER გამოჩნდება, – ამის შესახებ პროდუქციის მწარმოებელმა ბიზნესმენმა ჯიმი ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვისკი „JIMSHER” ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიითა და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელია, რომლის გაყიდვა ქართულ ბაზარზე 5 თვეში, მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და საქართველოს გარდა, ექსპორტზეც გავა.
ქართული ვისკი ბაზარზე სამი სახეობით იქნება წარმოდგენილი: ვისკი – ტრადიციული საფერავის ნამყოფი კასრში, ვისკი – წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი და ქართული ბრენდის კასრში ნამყოფი ვისკი.
“საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად მივიღეთ 3 სახეობის ვისკი, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას ქართული აქცენტებით გვიყვება”, – განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძემ.
JIMSHER-ის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა.