ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რა მოტივით დააკავეს ნიკა რურუას შტაბის უფროსი: ინფორმაცია „მეტრონომს“ შსს-ში დაუდასტურეს

„ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკა რურუა თავად ადასტურებს.

„ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით.

ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში.

ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით!!!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა რურუა წერს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....