უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ახალი კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა იქნება. ის საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ წარუდგინა.
„თსუ-ში საარჩევნო ცხელი ციკლი დასრულდა. დღეს უკვე გვყავს ლეგიტიმურად არჩეული ორგანოები, აკადემიური საბჭო გაფართოებული შემადგენლობით, ასევე სენატი გაფართოებული შემადგენლობით. ახლახანს, 30 სექტემბრს ჩატარდა სენატის სხდომა, რომელმაც აირჩია პროფესორი ნუნუ ოვსიანიკოვა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, კანცლერად“, – განაცხადა გია შარვაშიძემ.