ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სად მიჰქონდათ ჩუმად პარტიის ინვენტარი პაატა ბურჭულაძეს: მას პარტიიდან გაპარვის დროს მიუსწრეს

 

პაატა ბურჭულაძეს ნაქირავები ცენტრალური ოფისიდან გაქცევის დროს მეპატრონეებმა მიუსწრეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმთაიმნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტო “პრაიმტაიმი”-ს ცნობით  პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი ცდილობდნენ დაეცალათ ოფისი და ფართის მეპატრონესთან შეუთანხმებლად გაპარულიყვნენ. „პრაიმთაიმნიუსს“ წყაროდ თავად ამ ოფისის მფლობელი უშანგი ბუჩუკური მოჰყავს.

ფართის მფლობელ უშანგი ბუჩუკურის განცხადებით,  პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისის 3 თვის ქირა აქვს გადასახდელი, თანხა ჯამში 54 000 დოლარს შეადგენს. სწორედ გადაუხდელი ქირის გამო, გამთენიისას პარტიის წარმომადგენლები ოფისიდან ინვენტარის და კომპიუტერული ტექნიკის მალულად გატანას ცდილობდნენ.

„ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ გადაეხადათ დავალიანება, მეორე დღეს კი ოფისიდან ავეჯის გაზიდვა დაიწყეს. მე შემატყობინა დაცვამ, მოვედი და პარტიის წევრებს ავეჯი არ გავატანეთ, დავლუქეთ პარტიის ოთახები და ველოდებით სამ საათს, რომ მივიღოთ ზუსტი პასუხი, როდის გადაიხდიან დავალიანებას. ეს ყველაფერი ყოვლად წარმოუდგენელია, გაუგებარია სად მიჰქონდათ ჩუმად პარტიის ინვენტარი”, – განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს” უშანგი ბუჩუკურმა.

 

 

იტვირთბა....