ჰაიტის იმ რეგიონებიდან, სადაც ქარიშხალ „მეტიუს“ შედეგად კოკისპირულ წვიმებს, წყალდიდობასა და 240 კმ/სთ სიჩქარის ქარს ელიან, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ქარიშხალს იამაიკასა და ჰაიტიზე ორშაბათს ელიან. მოსახლეობამ საკვები პროდუქტი და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი უკვე მოიმარაგა.
იამაიკის პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ჰოლნესმა, მოსახლეობას სტიქიური უბედურებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა მეოთხე კატეგორიის ქარიშხლისთვის მზად არის.