ფოტო: “ლიბერალი”
რომის პაპს სვეტიცხოველში, დაახლოებით, 15 წუთში ელოდებიან. ტაძარში პატრიარქი, პრემიერმინისტრი, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები იმყოფებიან.
რომის პაპი და კათოლიკოს პატრიარქი სვეტიცხოველში შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
სვეტიცხოვლის ტაძართან კი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” მრევლთან ერთად შეიკრიბა. ისინი ტაძრის ერთ-ერთ შესასვლელთან დგანან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მმკ საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპი ერეტიკოსია. მათ დღეს განცხადებაც გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ყველაფერს იზამენ, რათა პაპი ტაძარში არ შეუშვან.
დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული წირვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ ტაძარს და კამილიანელების ორდენის დახმარების ცენტრს ეწვია.