ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეროვნული ფორუმი“ „ოცნების“ შტაბის წევრებს მიროტაძის ბანერის დაზიანებაში ადანაშაულებს

“ეროვნული ფორუმი“ ქალაქ ჭიათურაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სულხან მახათაძის შტაბის წევრებს მათი კანდიდატის ანი მიროტაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ეროვნული ფორუმის“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატის ანი მიროტაძის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს.

“ქართული ოცნება” კონკურენტების წინააღმდეგ აკრძალული მეთოდების გამოყენებაზე გადავიდა. 30 სექტემბერს, ღამით ქალაქ ჭიათურაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის სულხან მახათაძის შტაბის წევრებმა “ეროვნული ფორუმის” კანდიდატის ანი მიროტაძის საარჩევნო ბანერი ისე დააზიანეს, რომ მისი ჩამოხსნა გახდა საჭირო. რომ არა პარტიის წევრების მოულოდნელი გამოჩენა შემთხვევის ადგილზე, „ქართული ოცნება“ დაზიანებული ბანერის მიტოვებას აპირებდა. ამ დროისთვის ჩვენი კანდიდატის ანი მიროტაძის ბანერი ჩამოხსნილია, ველოდებით რეაგირებას და მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ ხელი აიღოს მსგავსი ტიპის ბრძოლისაგან მაღალრეიტინგული კონკურენტების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ურეიტინგო სულხან მახათაძის მხარდამჭერები ასე დაუდევრად ექცევიან კონკურენტი კანდიდატების სარეკლამო ბანერებს. ჩვენთვის გასაგებია, რომ დამარცხებასთან შეგუება ძნელია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ჭიათურაში ამის აღიარება მოუწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....