„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ზეწოლა არ ხდება“- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თამჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა. ამით მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უპასუხა.
„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ზეწოლა არ ხდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისეთი კატეგორია და ისეთი კადრია, რომელზეც ზეწოლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ უზენაესი სასამართლოში მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია. ის განცხადება, რომელიც ობიექტური საფუძვლით კეთდება, გადავამოწმებთ. მაგრამ ის განცხადებები, რომელიც შეიძლება იყო პოპულისტური ან კონკრეტული მხარის მონაწილეობით გაცხადებული, არ გადამოწმდება,“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ „რუსთავი2-ის“ საქმის განმხილველი მოსამართლეები ზეწოლას განიცდიდნენ.