“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრები ფარმაცევტულ სფეროში კორუფციის არსებობაზე საუბრობენ.
მათ ბრიფინგი ბათუმში გამართეს და ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესები შეაჯამეს.
როგორც პარტიის წევრები ამტკიცებენ, ხელოვნურად ხდება ტენდერების გადანაწილება სასურველ კომპანიებზე, შემდგომში კი საავადმყოფოებს არ გადაეცემათ მედიკამენტები და ფულის გათეთრება ხდება.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრებმა სქემის მონაწილედ ფარმაცევტული კომპანია PSP დაასახელეს.