მოხდება თუ არა „რუსთავი 2“-ის ორ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, ეს სასამართლოს დარბაზში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ განაცხადა.
როგორც ტურავა აცხადებს, მას არც ელექტრონული ფოსტის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურიდან არ მიუღია ინფორაცია, რომ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
„ამ ხუთი საქმიდან მხოლოდ 3-ზე გვქონდა ინფორმაცია, რომ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და ბოლო ორ საქმეზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს ეხება, ჩემთვის ინფორმაცია არავის მოუწოდებია. საწყენია, რომ ამ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან ვიგებ. მოხდება თუ არა „რუსთავი 2“-ის ორ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, ეს სასამართლოს დარბაზში გახდება ცნობილი“. – განაცხადა ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის შვიდი საქმეა შესული, აქედან ხუთ საქმეზე მსჯელობს პლენუმი, ხოლო ოს საქმეზე პირველი კოლეგია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.