საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილის და სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
სამ მოსამართლეს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული თემურ ტუღუში, ჩაანაცვლებენ. მეოთხე მოსამართლეს 2016 წლის მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
პაპუაშვილის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.