თბილისში მომავალ წელს ველოსიპედების გაჩერების ადგილების მოწყობა იგეგმება. ამის დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა.
ველობილიკების და ამ ტრანსპორტის განვითარებას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმაც ითვალისწინებს, რომელზე მუშაობაც 2017 წლის აპრილში დასრულდება.
“ველოსიპედებისთვის გაჩერებებს ისეთ ადგილებში გავაკეთებთ, სადაც ტურისტები მოძრაობენ და თავისუფალი სივრცეა. გაჩერებები ძირითადად დიდ სასტუმროებთან და ქალაქის ისტორიულ ნაწილში იქნება. ამისთვის პროექტს მომდევნო წელს გავაკეთებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.