ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპორტის სასახლესთან ავტობუსის გაჩერების ახალ მოსაცდელს ქარმა  სახურავი ახადა

სპორტის სასახლესთან ავტობუსის გაჩერების ახალ მოსაცდელს ქარმა სახურავი ახადა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლოა გაჩერების მოსაცდელი შეგნებულად იყოს დაზიანებული:

„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის შემთხვევაში, ეჭვი გამოითქვა, რომ შეგნებულ დაზიანებას ჰქონდა ადგილი, რადგან ისეთი ძლიერი ქარი არ ყოფილა, რომ მოსაცდელისთვის სახურავი აეხადა,”- აცხადებენ ტრანსპორტის სამსახურში.

city.kvira.ge

იტვირთბა....