ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხელფასები და პრემიები: „გამჭვირვალობა-საქართველო“ ნეპოტიზმის ფაქტებს აქვეყნებს

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მუშაობს პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ნათლული, მისი კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი თამთა ტეფნაძე, პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის შვილი. ტეფნაძის თანაშემწედ ასევე მუშაობს მისივე მეჯვარე, ნათია ფანგანი, რომელიც აპარატში 2015 წელს დაინიშნა.

საქართველოს კომინიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2015 წელს შრომის ანაზღაურების სახით 335,095 ლარი, ხოლო პრემიის სახით 70,978 ლარი მიიღო. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 2015 წელს აპარატმა ანაზღაურებაზე 150 ათასი ლარით მეტი დახარჯა მიუხედავად იმისა, რომ აპარატმა პრემიებზე 6,561 ლარი დაზოგა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” საუბარში თამთა ტეფნაძემ განაცხადა, რომ ამ ორი ადამიანიდან ერთი ილია რთველიაშვილია, ხოლო მეორე ირინა ტყემალაძე. ისინი შტატგარეშე თანამშრომლები არიან. ილია რთველიაშვილი  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯომარის, ზურაბ ტყემალაძის ნათლულია.

„აღნიშნულს რთველიაშვილიც ადასტურებს და განმარტავს, რომ ტყემალაძე “მამამისის ახლო მეგობარია, ფაქტობრივად ოჯახის წევრი.“ თუმცა, მისი განცხადებით, მას მუშაობის ოცდაერთწლიანი გამოცდილება აქვს და მის დასაქმებასთან ზურაბ ტყემელაძე არასოდეს ყოფილა კავშირში. საზოგადოებრივი დამცველის აპარატის მეორე თანამშრომელი ირინა ტეყემალაძე კი ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილია. აღსანიშნავია, რომ თავად თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე დანიშვნამდე ტყემალაძის კომიტეტში იყო დასაქმებული.

„საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის აპარატს დაემატა რამდენიმე თანამშორმელი, მათ შორის 2 შტატგარეშე თანამშრომელი: ირინა ტყემალაძე, რომელიც PR-ზე და მარკეტინგზე ზრუნავს და ილია რთველიაშვილი, რომელიც არის იურისტი. რაც შეეხება უშაულოდ ილიას, იგი არის კვალიფიციური პირი, რომელიც ჩვენ სამსახურს ადგება. იგი, როგორც დანარჩენები საჯარო კონკურსის წესით არ დანიშნულა, რადგან ამას კანონი არ გვავალდებულებს. თუმცა სწორედ მე ვარ ის ადამაინი, ვინც ითხოვს, რომ ეს კანონი გავრცელდეს ჩვენზე“ – განაცხადა ტეფნაძემ.

ილია რთველიაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობას” საკუთარი CV გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო და ენერგო სექტორში უსაფრთხოების მიმართულებით. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომხმარებელთა საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური 2007 წლიდან 2014 წლის 11 თებერვლამდე არ ყოლია.

თავად ზურაბ ტყემალაძის თქმით, თამთა ტეფნაძე სამსახურში კონკურსის საფუძველზე აიყვანეს, ხოლო ირინა ტყემალაძე შტატგარეშე თანამშრომელია.

“არავითარი ნეპოტიზმი არ არის. თამთა ტეფნაძემ ორ წელზე მეტია იქ მუშაობს, ის კონკურსის წესით აირჩიეს, ეს კანონით არის გათვალისწინებული. არაუშავს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ალბათ, ახასიათებს ასეთი რამ. წინასაარჩევნოდ რაღაც კომპრომატი მოძებნონ. რაც შეეხება ტყემალაძეს, ჩემმა ძმის შვილიშვილმა დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგისტრია და არის დროებითი ხელშეკრულებით. ახლა უნდა გამოცხადდეს კონკურსი და თუ გაიმარჯვებს გავა. ილია რთველიაშვილი მანდ მუშაობს დიდი ხანია, მე რა შუაში ვარ?” – ამბობს ტყემალაძე.

საზოგადოებისთვის უცნობია 2015-2016 წლებში თამთა ტეფნაძეს ხელფასის სახით რა თანხა აქვს მიღებული, რადგან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას არც 2015 და არც 2016 წლის დეკლარაციებში მითითებული არ აქვს. როგორც “გამჭვირვალობასთან”  საუბრისას ტეფნაძემ განმარტა, სახელფასო შემოსავლის მითითება დეკლარაციაში ორივე წელს: “უბრალოდ გამორჩა.”

იტვირთბა....