პოლიციამ ნაციონალისტური ჯგუფების მიერ გამართული მსვლელობის მონაწილე 11 პირი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს, თბილისი, სოხუმის დაცემის დღის თარიღთან დაკავშირებით ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მსვლელობა გამართეს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების, ქართული ძალის, ბერგმანისა და სხვათა წევრები.
მსვლელობის მონაწილეები აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. ასევე ყვიროდნენ ლოზუნგებს “ქართველები საქართველოსთვის” და სხვა.
შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში ისროდნენ და წარწერებსა და ბანერებს აზიანებდნენ.
ფოტო და ვიდეო ლუკა პერტაია (ნეტგაზეთი)