აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპროტესტო აქცია უკრაინის საელჩოსთან: „პოროშენკომ დაადასტუროს ან უარყოს მონაწილეობა“

დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ს წევრების საუბარი ისმის დესტაბილიზაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით, უკრაინის საელჩოსთან აქცია მოეწყო. ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო კონტროლი,”,  სოციალური ფორუმი “ამერიკის ნამდვილი მეგობრები”,- GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებების საპროტესტო აქციას უერთდებიან. აქციაზე იმყოფებოდა ჩვენი ჟურნალისტი, რომელმაც ოპერატიულად მოგვაწოდა ინფორმაცია.

როგორც „მეტრონომს“ ორგანიზაცია „ამერიკის ნამდვილი მეგობრების“ წევრმა,  გიორგი ჩიკვაიძემ განუცხადა, აქციაზე მოითხოვენ უკრაინის ძალოვანმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები გააკეთონ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით:

„სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორია გადაიქცა საქართველოს ანტისახელმწიფოებრივი დაგეგმარების ადგილად და ამას სამწუხაროდ ხელს უწყობს გაქცეული ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი. არც ხალხი და არც საზოგადოება არ დავუშვებთ, რომ ორ მეგობარ ხალხს შორის ხელოვნური გზით იყოს სიტუაცია არეული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთაღნიშნულ ჩანაწერებში მოხსენიებულია ბატონი პოროშენკო, როგორც თანამონაწილე, ვითხოვთ ოფიციალურ განმარტებებს საელჩოსგან. ეს არის ჩვენი აქ შეკრების მიზეზი“ – განუცხადა ჩიკვაიძემ „მეტრონომს“.

ასევე, ორგანიზაციის წევრი ხათუნა ხოფერია ითხოვს ჩანაწერთან დაკავშირებით  შეფასებები გაკეთდეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ აშშ-ის შეასაბამისი უწყებებისგან:

„ჩვენი ორგანიზაცია შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდია ხელისუფლებაც ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარკვეული საფრთხეები იგეგმება ექსპრეზიდენტი სააკაშვილის მხრიდან. გამოქვეყნდა ეს ჩანაწერი, რომელშიც, პრაქტიკულად ღიად ადებს ხელს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს, როგორც მისი გეგმის გარკვეულ ნაწილს, ვისთანაც ის კონსულტაციებს გადის. ელემენტარულია, რომ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტისგან, რომ მან ან უარყოს, ან დაადასტუროს მისი თანამონაწილეობა ამ საკითხში.  ამავდროულად სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მისი ექსტრადაცია უნდა მოხდეს. აუცილებლად უნდა გადმოგვცენ საქართველოს. ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს.

საელჩოსთან იმიტომ მოვედით, რომ ეს (ჩანაწერი) გავაპროტესტოთ და დაველოდებით მათი მხრიდან რეაქციას. ალბათ ამერიკის საელჩოს მხრიდანაც უნდა იყოს გარკვეული განცხადებები. როცა ამერიკის ელჩი, ლამის კბილების გახეხვის ელემენტარულ წესებს გვასწავლის, ალბათ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტებზეც უნდა აკეთებდეს რეაგირებას.“ – განაცხადა ხოფერიამ „მეტრონომთან“.

საპროტესტო აქცია უკრაინის საელჩოსთან გრძელდება.

14501971_10210719100351561_350239758_n4635111

იტვირთბა....