სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე დაბარების უწყებები ოფისში მიუტანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტში დღეს გავრცელდა.
პარტია გავრცელებული ვიდეოჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს.
აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ პარტიის ლიდერები, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი