ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა პარტია დატოვა

 

ბლოკი “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის” პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, აგიტ მირზოევმა დატოვა, – ამის შესახებ თავად მირზოევმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ბურჭულაძემ პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” და გიორგი ვაშაძის პარტია შეიერთა, ბევრმა ადამიანმა პარტიაში ფუნქცია დაკარგა :

“ჩემთვის პაატა ბურჭულაძე იყო ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროგრამით გაწერილი პრიორიტეტები შესრულდებოდა. სამწუხაროდ, ბლოკში პარტიის გაერთიანების შემდეგ ვხედავთ, რომ ინტერესი უმცირესობების საკითხებისადმი საერთოდ დღის წესრიგიდან ამოვარდა.

ადამიანები, რომლებიც ვიყავით ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში, დღეს ამ პროცესებიდან ამოვვარდით. პაატამ ვერ უზრუნველყო უმცირესობების მონაწილეობა საკუთარ პარტიაშიც კი და ქვეყნის მასშტაბით რომ ამას ვერ მოახერხებს, ამაზე აღარაა ლაპარაკი.

მე ამ პარტიაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ. ვიდრე კოალიციას ჩამოვაყალიბებდით, ვიცოდით, რომ ჩვენ ვერთიანდებოდით ახალ პოლიტიკურ ძალაში, თუმცა შემდეგ მივიღეთ სურათი, რომ ბურჭულაძის პარტია არის საკმაოდ ძველი პოლიტიკური ძალის მქონე პარტიაში, რომლის წევრებიც წლების მანძილზე მართავდნენ ქვეყანას.ამიტომ, ჩემი პირადად, ასოცირება ბურჭულაძის პარტიასთან დღეიდან აღარ მინდა რომ ხდებოდეს“, – განაცხადა აგიტ მირზოევმა.

იტვირთბა....